ავტომატიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
17-07-2026 - 17-08-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“  აცხადებს ვაკანსიას ავტომატიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის  პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი:  ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის #126

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10 სთ- 18 სთ-მდე  

პოზიციის შესახებ:   

„ელ+ ეძებს ავტომატური დაშვების და პარკინგის სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რომლის მთავარი ამოცანა იქნება მიმართულების განვითარება, ახალი კლიენტების მოზიდვა, გაყიდვების ზრდა და დეპარტამენტის ეფექტური მართვა.“

                                               

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • B2B გაყიდვების გამოცდილება;
  • მოლაპარაკებების და პარტნიორული ურთიერთობების მართვის გამოცდილება;
  • პროცესების ორგანიზებისა და გუნდის მართვის უნარი;
  • ტექნიკური საკითხების გააზრებისა და პრაქტიკული გადაწყვეტის უნარი;
  • უცხო ენის ცოდნა: ინგლისური/რუსული;

 

სასურველია:

  • სამშენებლო, დეველოპერულ ან ინფრასტრუქტურულ სექტორში მუშაობის გამოცდილება;
  • ტექნიკური პროდუქტის გაყიდვების გამოცდილება;
  • ტენდერებთან ან მსხვილ კორპორატიულ კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება;

 

 

ძირითადი მოვალეობები:

  • დეპარტამენტის მართვა და განვითარება;
  • გუნდის დაკომპლექტება, მართვა და განვითარება;
  • პოტენციური მომხმარებლების აქტიური მოძიება;
  • კლიენტური ბაზის გაფართოება და განვითარება;
  • გაყიდვების ზრდის სტრატეგიის დაგეგმვა და შესრულება;
  • გუნდის შედეგების მონიტორინგი და KPI-ების შესრულების კონტროლი;

 

 

 

პიროვნული თვისებები:

  • სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროისა და პროცესის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი;
  • მაღალი მოტივაცია, პასუხისმგებლობა და მიზანდასახულობა;

 

 

რას გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას ნულიდან შექმნათ და განავითაროთ დეპარტამენტი;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების პერსპექტივას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • დინამიკურ და პროფესიონალურ გარემოს;

 

 

 

გისურვებთ წარმატებას!

 

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!