ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების ზედამხედველი
brand1
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-10-16 - 2026-11-16
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“  აცხადებს ვაკანსიას ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოების ზედამხედველის   პოზიციაზე.სამუშაო ადგილი:  ცვალებადიგრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 სთ-დან - 18:00 სთ-მდეძირითადი მოვალეობები: ელექტროენერგიის განაწილების სისტემების (MV, LV) სამონტაჟო სამუშაოების შესრულება;სახანძრო ვენტილაციის ფარის აწყობა (საჭიროების შემთხვევაში);სახანძრო ვენტილაციის ფარის დაკავშირება IO მოდულებთან;ძრავების დაერთება;დამპერების დაერთება, ავტომატიზაცია;ელექტრო სისტემებისათვის საჭირო კაბელების რაოდენობების და კვეთების ამოთვლა ;სამონტაჟო ჯგუფების კონტროლი ობიექტებზე;შესრულებული სამუშაოების რეპორტინგი; საკვალიფიკაციო მოთხოვნები:ტექნიკური განათლება (სასურველია);მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში;ელექტრო გაყვანილობის სისტემების ცოდნა;შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;მართვის მოწმობა B კატეგორია. (საკუთარი ავტომობილი ჩაითვლება უპირატესობად)უნარ-ჩვევები:პასუხისმგებლობის გრძნობა;გუნდური მუშაობის უნარი;პუნქტუალურობა, შრომისმოყვარეობა; ანაზღაურება:ფიქსირებული 1500 ლარი + ბონუსი გამომუშავებით; 
სტაჟირება შესყიდვების დეპარტამენტში
brand1
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი
ვადა: 2026-10-15 - 2026-11-15
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას შესყიდვების დეპარტამენტში. ელპლუსი წარმოადგენს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდს, რომელსაც სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის 21 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება აქვს.ჩვენს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://elplus.ge/სამუშაო ადგილი:  ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის ქ. №126ანაზღაურება: 500–800 ლარი (სამუშაო საათებისა და გრაფიკის შეთანხმების მიხედვით)ხანგრძლივობა: 6 თვე, შემდგომი დასაქმების პერსპექტივითგრაფიკი: ნახევარი განაკვეთი — მოქნილი გრაფიკი, სალექციო განრიგის გათვალისწინებითსამიზნე აუდიტორია: ბაკალავრის ხარისხი ან მაგისტრატურის სტუდენტირას მოიცავს სტაჟირება?სტაჟირების განმავლობაში ჩაერთვებით შესყიდვების დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობაში და გამოცდილი გუნდის მხარდაჭერით მიიღებთ პრაქტიკულ გამოცდილებას შესყიდვების სრული ციკლის მართვის მიმართულებით.თქვენი ძირითადი ფუნქციები იქნება:შესყიდვების პროცესის მხარდაჭერა: კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტიდან შესყიდვის საჭიროებების მიღება, მოთხოვნების სისტემატიზაცია და შესყიდვის პროცესის ეტაპების კოორდინაციაში მონაწილეობა.მომწოდებლების მოძიება: ადგილობრივი და საერთაშორისო მომწოდებლების კვლევა, პოტენციური პარტნიორების მოძიება და მათი პროდუქციისა თუ მომსახურების შესახებ ინფორმაციის შეგროვება.ფასებისა და პირობების შედარება: კომერციული შეთავაზებების მიღება, ფასების, მიწოდების ვადების, გადახდის პირობებისა და პროდუქციის მახასიათებლების შედარება; შედარებითი ცხრილების მომზადება.მომწოდებლებთან კომუნიკაცია: მომწოდებლებთან წერილობითი და სატელეფონო კომუნიკაცია, შეთავაზებების გამოთხოვა, საჭირო ინფორმაციის დაზუსტება და პასუხების მონიტორინგი.საერთაშორისო შესყიდვების მხარდაჭერა: უცხოელ მომწოდებლებთან კომუნიკაციაში მონაწილეობა, პროდუქციის სპეციფიკაციების, ტექნიკური დოკუმენტაციისა და მიწოდების პირობების შესწავლა.შესყიდვების დოკუმენტაციის მართვა: კომერციული შეთავაზებების, ინვოისების, შეკვეთებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტების მოწესრიგება და ელექტრონული არქივის წარმოებაში მონაწილეობა.შეკვეთებისა და მიწოდების მონიტორინგი: შეკვეთების სტატუსის კონტროლი, მიწოდების ვადების გადამოწმება და დაგვიანების ან სხვა შეფერხების შემთხვევაში შესაბამის თანამშრომლებთან ინფორმაციის კოორდინაცია.საწყობთან და სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა: მარაგების, მასალებისა და პროდუქციის საჭიროებების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, რათა შესყიდვები კომპანიის რეალურ მოთხოვნებს შეესაბამებოდეს.მონაცემების დამუშავება და ანგარიშგება: Excel-ში შესყიდვების მონაცემთა ბაზების, ფასების შედარების ცხრილების, მომწოდებლების რეესტრისა და პერიოდული ანგარიშების მომზადება.პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილეობა: შესყიდვების პროცესის ორგანიზებისა და ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით ინფორმაციის შეგროვება, არსებული პროცესების შესწავლა და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება.რას გთავაზობთ ეს სტაჟირება?დასაქმების რეალური პერსპექტივა: ჩვენ ვეძებთ გუნდის მომავალ წევრს. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კანდიდატი დასაქმდება კომპანიაში, შესყიდვების მიმართულებით შესაბამის პოზიციაზე, კომპანიის საჭიროებებისა და კანდიდატის შედეგების გათვალისწინებით.პრაქტიკული გამოცდილება: მიიღებთ მონაწილეობას რეალურ ბიზნესპროცესებში და გაეცნობით შესყიდვების სრულ ციკლს — საჭიროების განსაზღვრიდან პროდუქციის შეკვეთასა და მიწოდების კონტროლამდე.პროფესიული განვითარება: ისწავლით კომერციული შეთავაზებების შეფასებას, ფასებისა და პირობების შედარებას, მომწოდებლებთან ეფექტიან კომუნიკაციასა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერას.საერთაშორისო გამოცდილება: შესაძლებლობა გექნებათ, გაეცნოთ საერთაშორისო მომწოდებლებთან თანამშრომლობის სპეციფიკას და გამოიყენოთ ინგლისური ენა პრაქტიკულ საქმიანობაში.მხარდაჭერა და მენტორობა: იმუშავებთ პროფესიონალთა გუნდთან, მიიღებთ უკუკავშირს და ეტაპობრივად აითვისებთ დამოუკიდებლად მუშაობისთვის საჭირო უნარებს.ბიზნესის მრავალმხრივი გაცნობა: შეისწავლით, როგორ უკავშირდება შესყიდვების დეპარტამენტი კომპანიის სხვა მიმართულებებს — საწყობს, წარმოებას, პროექტების მართვასა და გაყიდვებს.ვის ვეძებთ?ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თქვენი ცოდნა, არამედ სწავლის სურვილი, პასუხისმგებლობა და პროფესიული განვითარების მოტივაცია.საკვალიფიკაციო მოთხოვნები:ინტერესი შესყიდვების, ბიზნესოპერაციების, მომწოდებლებთან ურთიერთობისა და კომერციული პროცესების მიმართ.MS Excel-ის კარგი ცოდნა: ცხრილებთან მუშაობის, მონაცემების ორგანიზებისა და შედარების უნარი.ინგლისური ენის კარგი ცოდნა: წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი საერთაშორისო მომწოდებლებთან ურთიერთობისთვის.ანალიტიკური აზროვნება და ინფორმაციის დეტალურად დამუშავების უნარი.ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ვადების დაცვის უნარი.კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი და საქმიანი ურთიერთობების დამყარების სურვილი.ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისებისა და ციფრულ სისტემებთან მუშაობის უნარი.თუ გსურთ, თქვენი ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოთ, რეალურ ბიზნესპროცესებში ჩაერთოთ და პროფესიული კარიერა შესყიდვების მიმართულებით დაიწყოთ, მოხარულები ვიქნებით თქვენი განაცხადის მიღებით.შემოგვიერთდით „ელ+“-ის გუნდში და გადადგით პირველი ნაბიჯი პროფესიული განვითარებისკენ!გისურვებთ წარმატებას! 
ფასადების ხელოსანი
brand1
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-10-06 - 2026-11-15
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას ფასადების ხელოსნის  პოზიციაზე. ელპლუსი წარმოადგენს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდს, რომელსაც სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის 21 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება აქვს.ჩვენს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://elplus.ge/სამუშაო ადგილი:  ცვალებადი (ობიექტის შესაბამისად)გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 18:00 სთ   ანაზღაურება: 1800 ლარიდან 5000 ლარამდე (კვალიფიკაციის შესაბამისად) ტელეფონი: 504 77 64 06ძირითადი მოვალეობები:ვენტილირებადი ფასადის კონსტრუქციის მოწყობა და მონტაჟი;სხვადასხვა ტიპის ფასადის ფილების (კომპოზიტური პანელები / კერამოგრანიტი / ფონდი / HPL პანელები და ა.შ.) მონტაჟი;თბოიზოლაციისა და ორთქლ/ქარისიზოლაციის ფენების სწორად განთავსება;ნახაზების მიხედვით სამუშაოების ზუსტი შესრულება.საკვალიფიკაციო მოთხოვნები:გამოცდილება მსგავსი მიმართულებით მინიმუმ 1 წელი;შესაბამისი ხელსაწყოებისა და ინსტრუმენტების მოხმარების ცოდნა;სიმაღლეზე მუშაობის გამოცდილება და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;უნარ-ჩვევები:დროის სწორი მართვის უნარი;პრობლემის გადაჭრის უნარი;ორგანიზების უნარი;გუნდური მუშაობის უნარი; გისურვებთ წარმატებას! 
მძღოლ-მომმარაგებელი
brand1
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-10-06 - 2026-11-06
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-მომმარაგებლის  პოზიციაზე. ელპლუსი წარმოადგენს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდს, რომელსაც სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის 21 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება აქვს.ჩვენს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://elplus.ge/სამუშაო ადგილი:  ცვალებადი (ობიექტის შესაბამისად)გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 18:00 სთ   ანაზღაურება: 1800 ლარი ძირითადი მოვალეობები:წინასწარ განსაზღვრული დღის გეგმა-გრაფიკის მიხედვით მოძრაობა;გადასაზიდი საქონლის მითვლა სასაქონლო ზედნადების მიხედვით და სამონტაჟო ჯგუფთან ჩაბარება;მანქანის ძარზე საქონლის დალაგება-განაწილება, რათა უზრუნველყოფილი იქნას მაქსიმალური დაცულობა და უსაფრთხოება (მაქს. დასაშვები წონა 30კგ);მსუბუქი ფიზიკური სამუშაოების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია საქონლის ჩატვირთვა-გადმოტვირთვასთან.ავტო-მანქანის მოვლა-პატრონობა და სისუფთავე, საგზაო წესების დაცვა.შეძენილი საქონლის ზედნადებების კონტროლი და მათი დროული მიწოდება ადმინისტრატორთან;დღის ბოლოს, შესაბამის პროგრამაში, შესრულებული სამუშაოების ანგარიშის წარდგენა შესრულებული რეისების, მიწოდებებისა და პრობლემური შემთხვევების შესახებ.უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში);საკვალიფიკაციო მოთხოვნები:გამოცდილება მსგავსი მიმართულებით მინიმუმ 1 წელი;მართვის მოწმობა B1 კატეგორიაუნარ-ჩვევები:დროის სწორი მართვის უნარი;პრობლემის გადაჭრის უნარი;ორგანიზების უნარი;გუნდური მუშაობის უნარი; გისურვებთ წარმატებას! 
საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი
brand1
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-09-04 - 2026-11-04
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი   პოზიციაზე. ელპლუსი წარმოადგენს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდს, რომელსაც სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის 21 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება აქვს.ჩვენს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://elplus.ge/სამუშაო ადგილი:  ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 126.გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 სთ   ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად ძირითადი მოვალეობები:პროდუქციის შესყიდვა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე;მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება შესასყიდი პროდუქტის მისაღებიხარისხისა და ფასის მისაღწევად;არსებულ მომწოდებლებთან ინტენსიური კომუნიკაციის წარმოება, მათი ფასებისა და მოწოდების პირობების გაუმჯობესებების მიზნით;მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნებაზე ზრუნვა;შესყიდვების პროცესების დაგეგმვა, განხორციელება და სრული პროცესის, ასევე, თანმხლები დოკუმენტაციის კონტროლი;საწყობში არსებული მარაგების კონტროლი და მინიმალური, ასევე, მაქსიმალური ნაშთების განსაზღვრის უზრუნველყოფა;შესყიდვების ჭრილში სხვადასხვა პროექტში ჩართვა;მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და კონტროლი;პერიოდული ტენდერების ჩატარება და ბაზრის კვლევის წარმოება;ERP (1 C) პროგრამაში მიღებული შეკვეთების ასახვა და მომწოდებლებთანანგარიშსწორების კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვები სფეროში;სასურველია საერთაშორისო შესყიდვების მიმართულებით გამოცდილეაბ;ინგლისური ენის ცოდნა;ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია 1C);უნარ-ჩვევები:ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი;ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;დროის სწორი მართვის უნარი;პრობლემის გადაჭრის უნარი;ორგანიზების უნარი;გუნდური მუშაობის უნარი; 
ვენტილაციის მიმართულებით მემონტაჟე
brand1
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ვადა: 2026-08-19 - 2026-10-20
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას ვენტილაციის მიმართულებით  მემონტაჟის   პოზიციაზე. კომპანია 2005 წლიდან ოპერირებს სახანძრო უსაფრთხოებისა და საინჟინრო სისტემების მიმართულებით, აქვს საკუთარი თანამედროვე საწარმო და 1000-ზე მეტი განხორციელებული პროექტი.ჩვენს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://elplus.ge/სამუშაო ადგილი:  ცვალებადი, სამშენებლო ობიექტების მიხედვით.გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 სთ   ანაზღაურება: გამომუშავებით ძირითადი მოვალეობები:ვენტილაციის სისტემების მონტაჟისა და ინსტალაციის სამუშაოების შესრულება;ჰაერსატარების, ცხაურების, დამპერების და ვენტილაციის სისტემის სხვა კომპონენტების მონტაჟი;ვენტილაციის დანადგარებისა და ძრავების მონტაჟი;საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად სამუშაოების შესრულება;სანგრევი, სახვრეტი და სხვა დამხმარე სამონტაჟო სამუშაოების შესრულება;შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და ტექნიკური მოთხოვნების დაცვა;სამუშაოების დადგენილ ვადებში შესრულება;შრომის უსაფრთხოების წესებისა და კომპანიის შიდა რეგულაციების დაცვა;უშუალო ხელმძღვანელის/საქმეთა მწარმოებლის მიერ გაცემული დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;უნარ-ჩვევები:დროის სწორი მართვის უნარი;პრობლემის გადაჭრის უნარი;ორგანიზების უნარი;გუნდური მუშაობის უნარი;  გისურვებთ წარმატებას!