ადამიანური რესურსების მართვის (HR) დეპარტამენტის ხელმძღვანელი
10-07-2026 - 10-08-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანია „ელ+“ (Elplus), რომელიც 21 წელზე მეტია ლიდერია ქართულ ბაზარზე საინჟინრო და სახანძრო სისტემების მიმართულებით, აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის (HR) დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ჩვენი კომპანია დღეს 300-მდე პროფესიონალს აერთიანებს (როგორც საოფისე, ისე საწარმოო და საობიექტე მიმართულებით). შესაბამისი ტალანტების მოძიება, შენარჩუნება და მათი განვითარება ჩვენი გუნდის მუდმივი პრიორიტეტია.

სამუშაო ადგილი:  ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის #126

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10 სთ- 18 სთ-მდე  (7-საათიანი სამუშაო დღე + 1 საათი შესვენება)                                                    

 

ფუნქცია მოვალეობები:

 

  • კომპანიის ბიზნეს-მიზნებზე მორგებული HR სტრატეგიისა და ბიუჯეტის შემუშავება/მართვა;
  • რეკრუტინგის სრული ციკლის მართვა (როგორც საოფისე, ისე სპეციფიკური ტექნიკური/საწარმოო კადრების მიმართულებით).
  • კომპანიაში დანერგილი Self HR-ის (ადმინისტრირებისა და რეკრუტინგის მოდულების) ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა;
  • თანამშრომელთა ადაპტაციის პროცესის კოორდინირება;
  • თანამშრომლების აყვანის და გათავისუფლების პროცედურის მართვა;
  • HR ადმინისტრატორის მუშაობის კონტროლი და სრული HR დოკუმენტბრუნვის სამართლებრივი გამართულობისა და ვადების უზრუნველყოფა;
  • შიდა შეფასების, მოტივაციისა და წახალისების სისტემების შემუშავება, დანერგვა და განვითარება;
  • სასწავლო საჭიროებების გამოვლენა და ტრენინგების ორგანიზება დეპარტამენტების მოთხოვნის შესაბამისად;
  • კორპორატიული კულტურის გაძლიერება, შიდა კომუნიკაციის გაუმჯობესება და კონფლიქტების/დისციპლინური საკითხების მართვა;
  • კომპანიის, როგორც დამსაქმებლის იმიჯზე ზრუნვა და ცნობადობის გაზრდა;

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულებით);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა – სავალდებულო;
  • საოფისე პროგრამებისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) თანამედროვე ინსტრუმენტების სამუშაო პროცესში ეფექტურად გამოყენების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • უპირატესობად ჩაითვლება პროგრამა HR მუშაობის გამოცდილება;

 

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • კომფორტულ გრაფიკს: 7-საათიანი სამუშაო დღე (1-საათიანი შესვენებით);
  • უფასო კვებას კომპანიის უზრუნველყოფით (ადგილზე);
  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას თანადაფინანსებით;
  • FITPASS- სარგებლობის საშუალებას;

 

 

 

ანაზღაურება: კონკურენტული (გამოცდილების შესაბამისად)

გისურვებთ წარმატებას!

 

 

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!