სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას მძღოლი/მომმარაგებლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 126.
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00 სთ- 18:00 სთ-მდე
ფუნქცია მოვალეობები:
- წინასწარ განსაზღვრული დღის გეგმა-გრაფიკის მიხედვით მოძრაობა;
- გადასაზიდი საქონლის მითვლა სასაქონლო ზედნადების მიხედვით და სამონტაჟო ჯგუფთან ჩაბარება;
- მანქანის ძარზე საქონლის დალაგება-განაწილება, რათა უზრუნველყოფილი იქნას მაქსიმალური დაცულობა და უსაფრთხოება (მაქს. დასაშვები წონა 30კგ);
- მსუბუქი ფიზიკური სამუშაოების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია საქონლის ჩატვირთვა-გადმოტვირთვასთან.
- ავტო-მანქანის მოვლა-პატრონობა და სისუფთავე, საგზაო წესების დაცვა.
- შეძენილი საქონლის ზედნადებების კონტროლი და მათი დროული მიწოდება ადმინისტრატორთან;
- დღის ბოლოს, შესაბამის პროგრამაში, შესრულებული სამუშაოების ანგარიშის წარდგენა შესრულებული რეისების, მიწოდებებისა და პრობლემური შემთხვევების შესახებ.
- უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში);
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება მსგავსი მიმართულებით (მინიმუმ 1 წელი)
- მართვის მოწმობა B1, კატეგორია
პიროვნული თვისებები და უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებული;
- პუნქტუალური;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მოწესრიგებული;
- ორგანიზებულობა;
ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი
ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, მეგობრულ გუნდს, კარიერული განვითარების პერსპექტივას!
გისურვებთ წარმატებას!