ხარისხისა და შესაბამისობის მართვის მენეჯერის
13-11-2026 - 13-12-2026

კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას ხარისხისა და შესაბამისობის მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

ელპლუსი წარმოადგენს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდს, რომელსაც სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის 21 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება აქვს.

ჩვენს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://elplus.ge/

სამუშაო ადგილი:  ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 126.

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 სთ   

 

ვეძებთ თანამშრომელს, რომელიც უხელმძღვანელებს კომპანიის ხარისხის მართვის სისტემას, კოორდინაციას გაუწევს პროდუქციის სერტიფიცირებას და გააკონტროლებს საწარმოო და სამონტაჟო პროცესების შესაბამისობას მოქმედ პროცედურებთან, ტექნიკურ მოთხოვნებსა და ხარისხის სტანდარტებთან.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ISO 9001-ის მოთხოვნებზე დაფუძნებული ხარისხის მართვის სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, განვითარება და ეფექტიანობის მონიტორინგი;
  • მოქმედი პოლიტიკის, პროცედურების, სამუშაო ინსტრუქციებისა და ფორმების შესრულების მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში მათი განახლება და დოკუმენტბრუნვის მართვა;
  • საწარმოო და სამონტაჟო პროცედურების დაცვის კონტროლი და შესაბამის დეპარტამენტებთან გაუმჯობესების ღონისძიებების კოორდინაცია;
  • დეპარტამენტებთან ერთად ხარისხის მიზნებისა და შესრულების მაჩვენებლების განსაზღვრა და მონიტორინგი;
  • შიდა აუდიტების დაგეგმვა და ჩატარება, შედეგების შეფასება და შეთანხმებული ღონისძიებების შესრულების კონტროლი;
  • სამონტაჟო სამუშაოების ხარისხის კონტროლის შედეგების პროგრამაში ასახვა, შესაბამისი რეპორტების მომზადება, გამოვლენილი შეუსაბამობების რეგისტრაცია და მაკორექტირებელი ქმედებების შესრულების მონიტორინგი;
  • წარმოებასა და კომპანიის სხვა პროცესებში გამოვლენილი შეუსაბამობების მართვის კოორდინაცია, მიზეზების ანალიზისა და მაკორექტირებელი ქმედებების ეფექტიანობის შეფასება;
  • ობიექტების პროგრესისა და ხარისხის კონტროლის რეპორტების განხილვა, დაფიქსირებული ინფორმაციის რეალურ მდგომარეობასთან შესაბამისობის მონიტორინგი და გამოვლენილ საკითხებზე რეაგირების კოორდინაცია;
  • სერტიფიცირებული პროდუქტების მასალების მომწოდებლების შეფასებაში მონაწილეობა და მოწოდებულ მასალებთან დაკავშირებული შეუსაბამობების მართვის კოორდინაცია;
  • პროდუქციის სერტიფიცირების, CE მარკირებისა და სერტიფიკატების მოქმედების შენარჩუნებისთვის საჭირო სამუშაოების ორგანიზება;
  • ცეცხლმედეგი კარებისა და ცეცხლმაქრების შესაბამისობის შეფასებისთვის საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებისა და განახლების კოორდინაცია;
  • ქარხნული წარმოების კონტროლის სისტემის (FPC), მასალებისა და მზა პროდუქციის მიკვლევადობისა და შესაბამისი ჩანაწერების კონტროლი;
  • გამოცდების, ინსპექტირებისა და გარე აუდიტების დაგეგმვა, შესაბამის დეპარტამენტებთან მომზადების კოორდინაცია და შედეგებზე რეაგირება;
  • სერტიფიცირების ორგანოებთან, ლაბორატორიებთან და ინსპექტორებთან კომუნიკაცია;
  • კომპანიის საქმიანობასთან, პროდუქციასა და სამონტაჟო სამუშაოებთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტებისა და სტანდარტების მოთხოვნების შესწავლა და შესაბამის პროცესებში ასახვის კოორდინაცია;
  • თანამშრომლებისთვის მოქმედი პროცედურებისა და ხარისხის მოთხოვნების გაცნობა;
  • ხელმძღვანელობისთვის ხარისხის სისტემის შედეგების, შეუსაბამობების, რისკებისა და გაუმჯობესების საჭიროებების შესახებ ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ხარისხის მართვის, შესაბამისობის ან სერტიფიცირების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  • ISO 9001-ის მოთხოვნების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება;
  • შიდა აუდიტების, შეუსაბამობებისა და მაკორექტირებელი ქმედებების მართვის გამოცდილება;
  • პროცედურებთან, სამუშაო ინსტრუქციებსა და ხარისხის ჩანაწერებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ტექნიკური და ნორმატიული დოკუმენტაციის გაანალიზებისა და სამუშაო პროცესებში გამოყენების უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე, ტექნიკური დოკუმენტაციისა და საქმიანი მიმოწერისთვის;
  • საოფისე პროგრამებისა და სამუშაო პროცესების მართვის ციფრული ინსტრუმენტების ცოდნა.

უპირატესობად ჩაითვლება:

  • საწარმოო ან სამშენებლო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
  • სამონტაჟო სამუშაოების ხარისხის კონტროლისა და რეპორტირების გამოცდილება;
  • CE მარკირებისა და პროდუქციის შესაბამისობის შეფასების პროცესებში მონაწილეობა;
  • EN 16034, EN 14351-1, EN 3-ის სერიის სტანდარტებისა და PED 2014/68/EU-ის მოთხოვნებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ქარხნული წარმოების კონტროლისა და პროდუქციის მიკვლევადობის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • შედუღების ხარისხის უზრუნველყოფისა და საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის ცოდნა;
  • ISO 9001-ის შიდა ან წამყვანი აუდიტორის სერტიფიკატი;

პიროვნული უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ყურადღება;
  • ორგანიზებულობა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების დასაბუთების უნარი;
  • სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტიანი კომუნიკაცია;
  • შეთანხმებული ქმედებების შესრულებისა და ვადების კონტროლის უნარი.

 

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!