სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ელპლუსი წარმოადგენს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდს, რომელსაც სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის 21 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება აქვს.
ჩვენს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://elplus.ge/
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 126.
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 სთ
ვეძებთ პასუხისმგებლიან და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის მიერ გაყიდული სერვისების სრული ციკლის ეფექტიან მართვას, კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარებას და მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას.
ძირითადი მოვალეობები:
მომსახურების დეპარტამენტის საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
გაყიდული მომსახურების სრული ციკლის კოორდინაცია – მომსახურების მიღებიდან მის სრულად შესრულებასა და დახურვამდე;
კლიენტებთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და საქმიანი ურთიერთობების მართვა;
მომსახურების დროული, ხარისხიანი და შეთანხმებული პირობების შესაბამისად მიწოდების უზრუნველყოფა;
მომსახურების პროცესში ჩართული თანამშრომლებისა და შესაბამისი დეპარტამენტების კოორდინაცია;
მომსახურების პროცესში წარმოქმნილი პრობლემებისა და შეფერხებების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
მომსახურების ხარისხის კონტროლი და გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ინიციატივების შემუშავება;
მომსახურების პროცესებთან დაკავშირებული მონაცემების ანალიზი და პერიოდული ანგარიშგების მომზადება;
დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ ანგარიშგება კომპანიის დირექტორთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მომსახურების ან ოპერაციული მიმართულების მართვის არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
პიროვნული კომპეტენციები:
ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
ლიდერული და მენეჯერული უნარები;
დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
დროის ეფექტიანი მართვა;
გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი.