შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
27-08-2026 - 27-09-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“  აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

კომპანია 2005 წლიდან ოპერირებს სახანძრო უსაფრთხოებისა და საინჟინრო სისტემების მიმართულებით, აქვს საკუთარი თანამედროვე საწარმო და 1000-ზე მეტი განხორციელებული პროექტი.

ჩვენს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://elplus.ge/

სამუშაო ადგილი:  ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 126.

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00   

                                               

ძირითადი მოვალეობები:

დეპარტამენტისა და გუნდის მართვა

  • შესყიდვების, ლოჯისტიკის, საბაჟო, ავტოპარკისა და სამეურნეო მიმართულებების კოორდინაცია და ეფექტური მართვა;
  • გუნდის წევრების საქმიანობის დაგეგმვა, დელეგირება და შესრულების კონტროლი;
  • ადგილობრივი შესყიდვების პროცესის მართვა, მარაგების კონტროლი და შესყიდვის ფასების ოპტიმიზაცია;
  • საერთაშორისო ლოჯისტიკის პროცესის ზედამხედველობა, ტვირთების ტრანსპორტირებისა და მიწოდების ვადების კონტროლი;
  • საბაჟო პროცესების მართვა და დეკლარანტთან თანამშრომლობა;
  • კომპანიის ავტოპარკისა და სამეურნეო მიმართულების ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა.

საერთაშორისო შესყიდვები და პარტნიორული ურთიერთობები

  • საერთაშორისო მომწოდებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება;
  • არსებული საერთაშორისო პარტნიორების მართვა და სტრატეგიული ურთიერთობების განვითარება;
  • ახალი პოტენციური მომწოდებლებისა და პარტნიორების მოძიება საერთაშორისო ბაზარზე, მათ შორის ევროპისა და აზიის ქვეყნებში;
  • შესყიდვის პირობების, ფასების, გადახდისა და მიწოდების პირობების გაუმჯობესებაზე მოლაპარაკება;
  • საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა და ახალი ბიზნესპარტნიორების მოძიება;
  • საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობა და კომერციული, ფინანსური და სამართლებრივი რისკების შეფასება.

ბიუჯეტი, მარაგები და პროცესების ოპტიმიზაცია

  • შესყიდვების დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯების კონტროლი;
  • მარაგების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა და გაუმჯობესება;
  • ERP სისტემაში, სასურველია 1C-ში, შესყიდვებთან და მარაგებთან დაკავშირებული მონაცემების სიზუსტის კონტროლი;
  • შესყიდვებისა და ლოჯისტიკის პროცესების მუდმივი გაუმჯობესება და სტანდარტიზაცია;
  • SOP-ების შემუშავებასა და გაუმჯობესებაზე მუშაობა;
  • დეპარტამენტის ეფექტურობის KPI-ების განსაზღვრა, მონიტორინგი და შედეგების ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ლოჯისტიკის, შესყიდვების ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვებისა და/ან ლოჯისტიკის მიმართულებით; მათ შორის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
  • საერთაშორისო მომწოდებლებთან და პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
  • ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა — თავისუფალი კომუნიკაციისა და საქმიანი მოლაპარაკებების უნარი;
  • ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; 1C-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • შესყიდვების, ლოჯისტიკისა და მარაგების მართვის პროცესების კარგი ცოდნა;
  • საბიუჯეტო დაგეგმვისა და ხარჯების ოპტიმიზაციის გამოცდილება.

პიროვნული და მენეჯერული უნარები

  • ძლიერი ლიდერული და გუნდის მართვის უნარები;
  • დელეგირებისა და კონტროლის ეფექტური უნარი;
  • სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
  • მოლაპარაკებების ძლიერი უნარები;
  • გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შედეგზე ორიენტირებული სამუშაო სტილი.


ჩვენ გთავაზობთ

  • მუშაობას სტაბილურ და მზარდ კომპანიაში;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • დინამიკურ და მრავალფეროვან სამუშაო გარემოს;
  • შესაძლებლობას, მართოთ და განავითაროთ შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მნიშვნელოვანი ბიზნესპროცესები;
  • კონკურენტულ ანაზღაურებასა და კომპანიაში მოქმედ სხვა ბენეფიტებს.

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!