ხანძარქრობის ინჟინერი
11-08-2026 - 11-09-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“  აცხადებს ვაკანსიას ხანძარქრობის ინჟინრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ცვალებადი,  ობიექტის მდებარეობის შესაბამისად

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე                                                      

ძირითადი მოვალეობები:

  • ხანძარქრობის სისტემებთან დაკავშირებული ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავება;
  • საინჟინრო ნახაზების ანალიზი და დამუშავება;
  • ხანძარქრობის სისტემების ტექნიკური მოწყობილობების სწორად შერჩევა;
  • ობიექტზე ვიზიტი და მისი შესწავლა ინჟინერ-ინსტალატორებთან ერთად (საჭიროების შემთხვევაში);
  • პროექტში ცვლილებების შეტანა დამკვეთთან შეთანხმებით და პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგი;
  • სისტემების გამართვა, კონფიგურაცია და ტექნიკური მხარდაჭერა ადგილზე;
  • სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქტების მახასიათებლების შესწავლა;
  • ხელმძღვანელის ინფორმირება მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ;
  • ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა ტექნიკური დავალებების შესრულება;

 

მოთხოვნები:

  • საინჟინრო და საოფისე პროგრამების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად (AutoCAD, Revit, MS Office და სხვა);
  • შესაბამისი სერტიფიკატების არსებობა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ჰიდრავლიკური გათვლების ცოდნა;
  • გამოცდილება: მინიმუმ 2 წელი ხანძარქრობის ან მომიჯნავე დისციპლინარული მიმართულებით;

პიროვნული თვისებები

  • სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროისა და პროცესის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი;
  • მაღალი მოტივაცია, პასუხისმგებლობა და მიზანდასახულობა;

რას გთავაზობთ:

  • პროფესიულად განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობა გამოცდილ გუნდში;
  • მრავალფეროვან და პრაქტიკულ პროექტებზე მუშაობა;
  • სტაბილური სამუშაო გარემო და კარიერული ზრდის პერსპექტივა;

ანაზღაურება: 3000 ლარი + ბონუსი შესრულებული პროექტების შესაბამისად

გისურვებთ წარმატებას!

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!