კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
12-08-2026 - 11-09-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“  აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი:  ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 126.

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 სთ   

ანაზღაურება: კონკურენტული (ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან) 

                                                    

 ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი კლიენტების მოძიება და ბაზის ჩამოყალიბება (B2B და B2C);
  • გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი;
  • სამშენებლო და საინჟინრო სექტორში კლიენტებისთვის გადაწყვეტილებების შეთავაზება;
  • საცალო და კორპორატიული გაყიდვების ახალი არხების მოძიება;
  • კონკურენტული ბაზრის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;
  • კომერციული მოლაპარაკების წარმოება, კლიენტებთან შეხვედრებისა და პრეზენტაციების ჩატარება;
  • გაყიდვების გეგმის შესრულება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით სამშენებლო სექტორში;
  • სასურველია განათლება საინჟინრო/ტექნიკურ მიმართულებით;
  • პრეზენტაციების მომზადებისა და ეფექტურად წარდგენის უნარი;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • Exel - ის კარგად ცოდნა;
  • CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.

 

პიროვნული უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დროის მართვისა და ერთდროულად რამდენიმე პროცესზე მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 


ჩვენ გთავაზობთ:

პროფესიულ განვითარებას, მეგობრულ სამუშაო გარემოს და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობას.



გისურვებთ წარმატებას!

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!