სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია 2005 წლიდან ოპერირებს სახანძრო უსაფრთხოებისა და საინჟინრო სისტემების მიმართულებით, აქვს საკუთარი თანამედროვე საწარმო და 1000-ზე მეტი განხორციელებული პროექტი.
ჩვენს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://elplus.ge/
პოზიციის შესახებ:
ვეძებთ გამოცდილ, ინიციატივიან და შედეგზე ორიენტირებულ მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც სათავეში ჩაუდგება კომპანიის სრული მარკეტინგული მიმართულების განვითარებას.
თუ გაქვს სტრატეგიული ხედვა, გიყვარს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება, ფლობ თანამედროვე ციფრულ ინსტრუმენტებს და მზად ხარ შექმნა ეფექტური მარკეტინგული ეკოსისტემა — ეს ვაკანსია შენთვისაა.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის #126
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 სთ-დან - 18:00 სთ-მდე
ძირითადი მოვალეობები:
- სტრატეგია და ბიუჯეტირება: მარკეტინგული სტრატეგიისა და ბიუჯეტის შემუშავება/მართვა; KPI-ებისა და ROI-ს მუდმივი კონტროლი.
- ბრენდისა და ფილიალების მართვა: ბრენდის იდენტობის მართვა და განვითარება; კომპანიის ფილიალების მარკეტინგული იერსახისა და ვიზუალური სტანდარტების კონტროლი.
- მარკეტინგული კამპანიები და ღონისძიებები: კომპლექსური მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და მართვა; დარგობრივი გამოფენების იდენტიფიცირება და მონაწილეობის ორგანიზება; ახალი პროდუქტებისა და სერვისების პრეზენტაციების სრული ციკლის მართვა.
- გაყიდვების მხარდაჭერა: გაყიდვების გუნდისთვის საჭირო მარკეტინგული მასალების, პრეზენტაციების, ბროშურებისა და კატალოგების მომზადება.
- ციფრული მარკეტინგი და PR აქტივობების მართვა: Digital Marketing სტრატეგიის მართვა; SEO და Content Marketing-ის განვითარება; სოციალური მედიის მართვა,
ვებგვერდის განვითარებისა და მომხმარებლის გამოცდილების (UX) გაუმჯობესების ინიციირება;
AI ინსტრუმენტების გამოყენება კონტენტის, ანალიტიკისა და პროცესების ავტომატიზაციისთვის. - ბაზრის ანალიზი სამიზნე აუდიტორიის (მომხმარებლების) ქცევისა და ინდუსტრიის ტენდენციების შესწავლა. კონკურენტების შეთავაზებების ანალიზი და ახალი ზრდის პოტენციალის იდენტიფიცირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამოცდილება: 3+ წელი მარკეტინგის მენეჯერის ან მომიჯნავე სტრატეგიულ პოზიციაზე. გამოფენების, პრეზენტაციებისა და მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- განათლება: უმაღლესი განათლება მარკეტინგის და/ან ბიზნერ ადმინისტრირების მიმართულებით.
- ციფრული ინსტრუმენტები: SEO-ს, კონტენტ-მარკეტინგისა და AI ინსტრუმენტების პრაქტიკული ცოდნა.
- ანალიტიკური უნარები: ბიუჯეტირების, ROI-ს გაანგარიშებისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
პიროვნული უნარები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კრეატიულობა და ინიციატივიანობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- იდეების განხორციელების სრულ თავისუფლებასა და მრავალფეროვან პროექტებს.
- პროფესიული და კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას.
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას + მოტივაციურ ბონუსებს.
- 7 საათიან სამუშაო გრაფიკს.
- უფასო კვებას კომპანიის ხარჯზე.
- მეგობრულ, პოზიტიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.