სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას შოურუმის კონსულტანტის პოზიციაზე.
კომპანია 2005 წლიდან ოპერირებს სახანძრო უსაფრთხოებისა და საინჟინრო სისტემების მიმართულებით, აქვს საკუთარი თანამედროვე საწარმო და 1000-ზე მეტი განხორციელებული პროექტი.
ჩვენს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://elplus.ge/
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 126.
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 სთ
ანაზღაურება: 1200 ლარი
ძირითადი მოვალეობები
- კომპანიის პროდუქციისა და მისი ტექნიკური მახასიათებლების საფუძვლიანად შესწავლა;
- მომხმარებლების კონსულტაცია პროდუქციის მახასიათებლების, გამოყენებისა და უპირატესობების შესახებ;
- მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
- პროდუქციის გაყიდვის პროცესის ორგანიზება და შესაბამისი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- შეკვეთების მიღება და გაყიდვებთან დაკავშირებული პროცესების მართვა;
- ელექტრონული ზედნადებების გამოწერა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- მომხმარებლებთან გრძელვადიანი და პროფესიული ურთიერთობის ჩამოყალიბება;
- საჭიროების შემთხვევაში, გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული სხვა ადმინისტრაციული და საორგანიზაციო საკითხების მართვა.
ძირითადი მოთხოვნები
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა მომხმარებელთან კომუნიკაციის დონეზე;
- სასურველია გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
- სასურველია ტექნიკური პროდუქციის გაყიდვებთან დაკავშირებული გამოცდილება.
უნარები და კომპეტენციები
- ეფექტური კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი;
- მომხმარებლის საჭიროებების სწორად იდენტიფიცირების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა და სამუშაო პროცესების ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შედეგზე და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებულობა;
- ახალი პროდუქციისა და ტექნიკური ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, მეგობრულ გუნდს, კარიერული განვითარების პერსპექტივას!
გისურვებთ წარმატებას!