ვენტილაციის მიმართულებით მემონტაჟე
19-08-2026 - 20-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას ვენტილაციის მიმართულებით  მემონტაჟის   პოზიციაზე.

 

კომპანია 2005 წლიდან ოპერირებს სახანძრო უსაფრთხოებისა და საინჟინრო სისტემების მიმართულებით, აქვს საკუთარი თანამედროვე საწარმო და 1000-ზე მეტი განხორციელებული პროექტი.

ჩვენს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://elplus.ge/

სამუშაო ადგილი:  ცვალებადი, სამშენებლო ობიექტების მიხედვით.

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 სთ   

ანაზღაურება: გამომუშავებით

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ვენტილაციის სისტემების მონტაჟისა და ინსტალაციის სამუშაოების შესრულება;
  • ჰაერსატარების, ცხაურების, დამპერების და ვენტილაციის სისტემის სხვა კომპონენტების მონტაჟი;
  • ვენტილაციის დანადგარებისა და ძრავების მონტაჟი;
  • საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად სამუშაოების შესრულება;
  • სანგრევი, სახვრეტი და სხვა დამხმარე სამონტაჟო სამუშაოების შესრულება;
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და ტექნიკური მოთხოვნების დაცვა;
  • სამუშაოების დადგენილ ვადებში შესრულება;
  • შრომის უსაფრთხოების წესებისა და კომპანიის შიდა რეგულაციების დაცვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის/საქმეთა მწარმოებლის მიერ გაცემული დავალებების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;


უნარ-ჩვევები:

  • დროის სწორი მართვის უნარი;
  • პრობლემის გადაჭრის უნარი;
  • ორგანიზების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

 

გისურვებთ წარმატებას!

 

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!