სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას ელექტრო მემონტაჟის პოზიციაზე.
კომპანია 2005 წლიდან ოპერირებს სახანძრო უსაფრთხოებისა და საინჟინრო სისტემების მიმართულებით, აქვს საკუთარი თანამედროვე საწარმო და 1000-ზე მეტი განხორციელებული პროექტი.
ჩვენს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://elplus.ge/
სამუშაო ადგილი: ცვალებადი, სამშენებლო ობიექტების მიხედვით.
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 სთ
ანაზღაურება: გამომუშავებით
ძირითადი მოვალეობები:
- ელექტროგაყვანილობის საინსტალაციო სამუშაოების გამართულად შესრულება;
- მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა (შესაძლებლობების ფარგლებში);
- დანადგარების და მოწყობილობების სამონტაჟო-სარემონტო სამუშაოების შესრულება;
- ტექნიკური დოკუმენტაციის, ნახაზების და სქემების წაკითხვა და ანალიზი;
- უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ტექნიკური განათლება (სასურველია);
- სამუშაო გამოცდილება ელექტრიკოსის ან/და მსგავს პოზიციაზე (სასურველია);
- ელექტრო გაყვანილობის სისტემების ცოდნა;
- მართვის მოწმობა B კატეგორია. (საკუთარი ავტომობილი ჩაითვლება უპირატესობად)
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა, შრომისმოყვარეობა;
გისურვებთ წარმატებას!