სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას HVAC ინჟინერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის #126
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10 სთ- 18 სთ-მდე
ძირითადი მოვალეობები:
- HVAC სისტემებთან დაკავშირებული ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავება;
- არქიტექტურული ნახაზების ანალიზი და დამუშავება;
- HVAC სისტემების ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა;
- ობიექტზე გასვლა და მისი შესწავლა ინჟინერ-ინსტალატორებთან ერთად (საჭიროების შემთხვევაში);
- პროექტში ცვლილებების შეტანა და მიმდინარეობის მონიტორინგი;
- სისტემების გამართვა, კონფიგურაცია და ტექნიკური მხარდაჭერა ადგილზე;
- სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქტების მახასიათებლების შესწავლა;
- ხელმძღვანელის ინფორმირება მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ;
- ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა ტექნიკური დავალებების შესრულება;
აუცილებელი მოთხოვნები:
- საინჟინრო და საოფისე პროგრამების ფლობა (AutoCAD, Revit, MS Office და სხვა);
- შესაბამისი სერტიფიკატების არსებობა ჩაითვლება უპირატესობად;
- თერმოდინამიკის და აეროდინამიკის კალკულაციების ცოდნა;
- ჰიდრავლიკური გათვლების ცოდნა;
- HVAC-ის, წყალგაყავანილობის და ხანძარუსაფრთხოების წინასწარი და საბოლოო კალკულაციების შესრულება;
- აუცილებელი მოთხოვნა: კანდიდატს უნდა ჰქონდეს კვამლგაწოვისა და კვამლის მართვის (Smoke Extraction/Smoke Control) სისტემების პროექტირების, შერჩევისა და ტექნიკური გადაწყვეტების ცოდნა.
- ჰაერგამანაწილებელი სისტემების (Ductwork) გაანგარიშება და პროექტირება გათბობა-გაგრილების დატვირთვების (Heating/Cooling Load) გამოთვლის გამოცდილება
- შესაბამისი ნორმებისა და სტანდარტების ცოდნა (ASHRAE, NFPA, EN, ადგილობრივი რეგულაციები)
- სამშენებლო ობიექტზე ტექნიკური ზედამხედველობის გამოცდილება
- გამოცდილება:მინიმუმ 2 წელი HVAC მიმართულებით;
პიროვნული თვისებები
- სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროისა და პროცესის ეფექტურად მართვის უნარი;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი;
- მაღალი მოტივაცია, პასუხისმგებლობა და მიზანდასახულობა;
რას გთავაზობთ:
- პროფესიულად განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობა გამოცდილ გუნდში;
- მრავალფეროვანი და პრაქტიკული პროექტებზე მუშაობა;სტაბილური გარემო და კარიერული ზრდის პერსპექტივა;
- სტაბილური გარემო და კარიერული ზრდის პერსპექტივა;
ანაზღაურება: 5000 ლარი + ბონუსი
გისურვებთ წარმატებას!