გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
03-06-2026 - 03-07-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“  აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის  პოზიციაზე.

კომპანიის შსახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://elplus.ge/

სამუშაო ადგილი:  ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის #126

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10 სთ- 18 სთ-მდე                                                      

ძირითადი მოვალეობები:

  • გაყიდვების დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის ეფექტური მართვა, გუნდის მუშაობის ორგანიზება, კოორდინაცია და შედეგებზე ორიენტირებული სამუშაო პროცესის უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, ბაზრის ტენდენციების ანალიზი, გაყიდვების გეგმების განსაზღვრა და მათი შესრულების კონტროლი;
  • B2B გაყიდვების მიმართულების განვითარება, ახალი კორპორატიული კლიენტების, დეველოპერული, სამშენებლო, საწარმოო და საინჟინრო კომპანიების აქტიური მოძიება და მათთან კომერციული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
  • არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი, სტაბილური და პარტნიორობაზე დაფუძნებული ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება;
  • პროექტული გაყიდვების სრული ციკლის მართვა — კლიენტის საჭიროების იდენტიფიცირებიდან კომერციული შეთავაზების მომზადებამდე, მოლაპარაკებების წარმართვამდე და გარიგების დახურვამდე;
  • მსხვილ და სტრატეგიულ კლიენტებთან მოლაპარაკებების პროცესში უშუალო მონაწილეობა და გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა რთული კომერციული საკითხების გადაწყვეტაში;
  • გუნდისა და ინდივიდუალური თანამშრომლებისთვის KPI-ების განსაზღვრა, შესრულების შეფასება, შედეგების რეგულარული მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში გამოსასწორებელი ქმედებების დაგეგმვა;
  • გაყიდვების pipeline-ის მართვა, აქტიური შეთავაზებების, მოსალოდნელი შემოსავლების, დახურვის ალბათობისა და პრიორიტეტული კლიენტების რეგულარული ანალიზი;
  • CRM სისტემაში გაყიდვების პროცესების, კლიენტებთან კომუნიკაციის, შეთავაზებებისა და მიმდინარე პროექტების სრულყოფილი აღრიცხვის კონტროლი;
  • გაყიდვების მაჩვენებლების, ფინანსური შედეგების, რეალიზაციებისა და გუნდის ეფექტურობის ანალიზი, შესაბამისი ანგარიშგების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
  • გაყიდვების გუნდის გაძლიერება, გადამზადება, მენტორინგი და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
  • საბონუსე სისტემის მართვაში მონაწილეობა, რეალიზაციების ანალიზი და გუნდის მოტივაციის ზრდაზე ორიენტირებული მექანიზმების დანერგვა;
  • დებიტორული დავალიანების მონიტორინგში მონაწილეობა და ფინანსურ დეპარტამენტთან კოორდინაციით გადახდების კონტროლის მხარდაჭერა;
  • ტენდერების, მსხვილი კომერციული შეთავაზებებისა და პროექტული გაყიდვების პროცესში ჩართულობა შესაბამის დეპარტამენტებთან კოორდინაციით;
  • გაყიდვების პროცესების ოპტიმიზაცია, ახალი გაყიდვითი არხების, მეთოდებისა და ინსტრუმენტების დანერგვა/გაუმჯობესება;
  • ბაზრის მუდმივი მონიტორინგი, კონკურენტული გარემოს ანალიზი, ახალი სეგმენტებისა და გაყიდვითი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
  • მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზი, პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და გაუმჯობესების ინიციატივების შემუშავება/დანერგვა;

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, მარკეტინგის, ეკონომიკის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით;
  • გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
  • გაყიდვების გუნდის მართვის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • B2B გაყიდვების გამოცდილება სავალდებულოა;
  • ტექნიკური, სამშენებლო, საინჟინრო, საწარმოო, დისტრიბუციის ან პროექტული გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
  • მსხვილ და სტრატეგიულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმართვის გამოცდილება;
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებისა და შესრულების კონტროლის გამოცდილება;
  • CRM სისტემასთან მუშაობის გამოცდილება და გაყიდვების პროცესების სისტემურად აღრიცხვის უნარი;
  • ანგარიშგების მომზადებისა და ხელმძღვანელობისთვის წარდგენის გამოცდილება;
  • ბაზრის, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზის უნარი;
  • მოლაპარაკებების, პრეზენტაციისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებისა და პრობლემური საკითხების ეფექტურად მართვის უნარი;
  • MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულო,  რუსული - ჩაითვლება უპირატესობად.

 

 

პიროვნული თვისებები

  • ლიდერობა და გუნდის მართვის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
  • კომერციული ხედვა და ბიზნეს პროცესების გააზრების უნარი;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • ორგანიზებულობა და სისტემური მუშაობის უნარი;
  • ინიციატივიანობა და პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებული მიდგომა;
  • გუნდის მოტივაციისა და ჯანსაღი სამუშაო კულტურის ჩამოყალიბების უნარი.

 

 

ანაზღაურება: კონკურენტული + მაღალი საბონუსე სისტემა.

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<