სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-მომმარაგებლის პოზიციაზე.
ელპლუსი წარმოადგენს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდს, რომელსაც სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის 21 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება აქვს.
ჩვენს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://elplus.ge/
სამუშაო ადგილი: ცვალებადი (ობიექტის შესაბამისად)
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 18:00 სთ
ანაზღაურება: 1800 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- წინასწარ განსაზღვრული დღის გეგმა-გრაფიკის მიხედვით მოძრაობა;
- გადასაზიდი საქონლის მითვლა სასაქონლო ზედნადების მიხედვით და სამონტაჟო ჯგუფთან ჩაბარება;
- მანქანის ძარზე საქონლის დალაგება-განაწილება, რათა უზრუნველყოფილი იქნას მაქსიმალური დაცულობა და უსაფრთხოება (მაქს. დასაშვები წონა 30კგ);
- მსუბუქი ფიზიკური სამუშაოების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია საქონლის ჩატვირთვა-გადმოტვირთვასთან.
- ავტო-მანქანის მოვლა-პატრონობა და სისუფთავე, საგზაო წესების დაცვა.
- შეძენილი საქონლის ზედნადებების კონტროლი და მათი დროული მიწოდება ადმინისტრატორთან;
- დღის ბოლოს, შესაბამის პროგრამაში, შესრულებული სამუშაოების ანგარიშის წარდგენა შესრულებული რეისების, მიწოდებებისა და პრობლემური შემთხვევების შესახებ.
- უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამოცდილება მსგავსი მიმართულებით მინიმუმ 1 წელი;
- მართვის მოწმობა B1 კატეგორია
უნარ-ჩვევები:
- დროის სწორი მართვის უნარი;
- პრობლემის გადაჭრის უნარი;
- ორგანიზების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
გისურვებთ წარმატებას!