გაყიდვებისა და კომერციული განვითარების სპეციალისტი
30-10-2026 - 30-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას ბათუმში გაყიდვებისა და კომერციული განვითარების სპეციალისტის  პოზიციაზე.

 

ელპლუსი წარმოადგენს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდს, რომელსაც სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის 21 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება აქვს.

ჩვენს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://elplus.ge/

სამუშაო ადგილი:  ქ. ბათუმი

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 სთ   

ანაზღაურება: 1500 ლარი

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებელთა მომსახურება – მაღაზიაში შემოსული მომხმარებლების კონსულტაცია, საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება.
  • გაყიდვების მხარდაჭერა – ცეცხლმაქრების, სახანძრო უსაფრთხოების, ავტომატიზაციისა და სხვა პროდუქტების აქტიური შეთავაზება როგორც არსებულ, ისე ახალ მომხმარებლებთან.
  • კომერციული პროცესების მხარდაჭერა – ლევანის დახმარება კომერციულ საქმიანობაში, შეთავაზებების მომზადება, მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მიმდინარე საკითხების კოორდინაცია.
  • ადმინისტრაციული პროცესების მოწესრიგება – დოკუმენტაციის, შეკვეთებისა და ყოველდღიური საორგანიზაციო საკითხების სისტემატიზაცია.
  • ახალი მომხმარებლების მოძიება – პოტენციურ კლიენტებთან პროაქტიული კომუნიკაცია და ახალი გაყიდვების შესაძლებლობების გამოვლენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავსი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
  • უცხო ენების ცოდნა;
  • ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია 1C);


უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი;
  • ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;
  • დროის სწორი მართვის უნარი;
  • პრობლემის გადაჭრის უნარი;
  • ორგანიზების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

 

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!