ხარისხის მართვის სპეციალისტი
27-11-2026 - 27-12-2026

კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის სპეციალისტი

ელპლუსი წარმოადგენს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდს, რომელსაც სახანძრო უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის 21 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება აქვს.

ჩვენს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://elplus.ge/

სამუშაო ადგილი:  ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 126.

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 სთ   

 

ვეძებთ ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს, რომელიც ხარისხის მართვის ხელმძღვანელთან ერთად იმუშავებს მოქმედი ხარისხის მართვის სისტემის ფარგლებში და უზრუნველყოფს ყოველდღიური ამოცანების შესრულებას, დოკუმენტბრუნვასა და შეთანხმებული ღონისძიებების მონიტორინგს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ხარისხის მართვის დოკუმენტბრუნვის წარმოება: დოკუმენტებისა და ჩანაწერების მოწესრიგება, განახლების კოორდინაცია და დადგენილი წესით შენახვა;
  • მოქმედი პროცედურების შესრულების მონიტორინგი და გამოვლენილი ხარვეზების შესახებ ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • ხელმძღვანელთან შეთანხმებული გეგმით შიდა აუდიტების ჩატარება და შედეგების დოკუმენტირება;
  • სამონტაჟო სამუშაოების ხარისხის კონტროლის რეპორტების დამუშავება და შესაბამის პროგრამაში ასახვა;
  • შეუსაბამობების რეგისტრაცია, მაკორექტირებელი ქმედებების შესრულების ვადებისა და სტატუსების მონიტორინგი;
  • შესაბამის დეპარტამენტებთან კომუნიკაცია, საჭირო ინფორმაციისა და ჩანაწერების შეგროვება;
  • გარე აუდიტებისთვის დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
  • შესრულებული სამუშაოებისა და მიმდინარე საკითხების შესახებ ხელმძღვანელისთვის პერიოდული ანგარიშის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ISO 9001-ის ძირითადი მოთხოვნების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • დოკუმენტაციასთან მუშაობისა და ანგარიშების მომზადების უნარი;
  • საოფისე პროგრამების, მათ შორის Excel-ის ან Google Sheets-ის ცოდნა;
  • ორგანიზებულობა, დეტალებზე ყურადღება და ვადების დაცვა;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და თანამშრომლებთან ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი.

უპირატესობად ჩაითვლება:

    • ხარისხის მართვის ან დოკუმენტბრუნვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
    • შიდა აუდიტების ჩატარების გამოცდილება ან შესაბამისი სწავლება;
    • საწარმოო ან სამშენებლო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
    • ClickUp-სა და Google Workspace-ში მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ყურადღება;
  • ორგანიზებულობა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების დასაბუთების უნარი;
  • სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტიანი კომუნიკაცია;
  • შეთანხმებული ქმედებების შესრულებისა და ვადების კონტროლის უნარი.

 

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!