სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“ აცხადებს ვაკანსიას ვენტილაციის მიმართულებით მემონტაჟის პოზიციაზე.
კომპანია 2005 წლიდან ოპერირებს სახანძრო უსაფრთხოებისა და საინჟინრო სისტემების მიმართულებით, აქვს საკუთარი თანამედროვე საწარმო და 1000-ზე მეტი განხორციელებული პროექტი.
ჩვენს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: https://elplus.ge/
სამუშაო ადგილი: ცვალებადი, სამშენებლო ობიექტების მიხედვით.
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 სთ
ანაზღაურება: გამომუშავებით
ძირითადი მოვალეობები:
- ვენტილაციის სისტემების მონტაჟისა და ინსტალაციის სამუშაოების შესრულება;
- ჰაერსატარების, ცხაურების, დამპერების და ვენტილაციის სისტემის სხვა კომპონენტების მონტაჟი;
- ვენტილაციის დანადგარებისა და ძრავების მონტაჟი;
- საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად სამუშაოების შესრულება;
- სანგრევი, სახვრეტი და სხვა დამხმარე სამონტაჟო სამუშაოების შესრულება;
- შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და ტექნიკური მოთხოვნების დაცვა;
- სამუშაოების დადგენილ ვადებში შესრულება;
- შრომის უსაფრთხოების წესებისა და კომპანიის შიდა რეგულაციების დაცვა;
- უშუალო ხელმძღვანელის/საქმეთა მწარმოებლის მიერ გაცემული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
უნარ-ჩვევები:
- დროის სწორი მართვის უნარი;
- პრობლემის გადაჭრის უნარი;
- ორგანიზების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
გისურვებთ წარმატებას!