დეპარტამენტის ადმინისტრაციული მენეჯერი
05-05-2026 - 05-06-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული

სახანძრო უსაფრთხოების კომპანია „ელ+“  აცხადებს ვაკანსიას დეპარტამენტის ადმინისტრაციული მენეჯერის (დეპარტამენტის  ხელმძღვანელის მოადგილე)
პოზიციაზე.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას დეპარტამენტის ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე, რომელიც ფაქტობრივად წარმოადგენს დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს და ჩართული იქნება როგორც ადმინისტრაციულ, ასევე საოპერაციო, შესყიდვების და პროექტულ პროცესებში.
დეპარტამენტის მიმართულებებია: ელექტროობა და სუსტი დენები.
  
სამუშაო ადგილი:  ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის #126
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10 სთ- 18 სთ-მდე                                                       
ფუნქცია მოვალეობები:

• დეპარტამენტის ადმინისტრაციული პროცესების სრული კოორდინაცია და მოწესრიგება;
• დეპარტამენტის ხელმძღვანელის მხარდაჭერა ყოველდღიურ საოპერაციო საქმიანობაში;
• მიმდინარე პროექტების ადმინისტრაციული კონტროლი და მონიტორინგი;
• პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, აღრიცხვა და არქივაცია;
• ტენდერებში მონაწილეობა: დოკუმენტაციის მომზადება, გადამოწმება და ვადების კონტროლი;
• შესყიდვების პროცესში ჩართულობა: მომწოდებლებთან კომუნიკაცია, კომერციული წინადადებების შეგროვება და შედარება;
• შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და შიდა პროცედურების დაცვა;
• შიდა და გარე კომუნიკაციის კოორდინაცია (მომწოდებლები, პარტნიორები, სხვა დეპარტამენტები);
• ანგარიშების, ცხრილების და პრეზენტაციების მომზადება;
• ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია (წერილობითი და ზეპირი);
• დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის მართვა;
• უშუალო ხელმძღვანელის ყოველდღიური დავალებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური ან ადმინისტრაციული მიმართულებით);
• ინგლისური და რუსული  ენის ცოდნა – სავალდებულო;
• საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Word, Excel, PowerPoint ;
• ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
• ტენდერებში და შესყიდვების პროცესში მონაწილეობის გამოცდილება – სავალდებულო;
• ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია ტექნიკურ/სამშენებლო სფეროში);
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
• 1C-ში მუშაობის გამოცდილება;

დამატებით ჩაითვლება უპირატესობად:

• ელექტროობის ან სუსტი დენების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
• პროექტულ სამუშაოებში ჩართულობის გამოცდილება;
• ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი;


ჩვენ გთავაზობთ:

• სტაბილურ სამუშაო გარემოს;
• პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
• კარიერულ ზრდას;
• მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;

 

ანაზღაურება: კონკურენტული (გამოცდილების შესაბამისად)

 

გისურვებთ წარმატებას!

 

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<