კომპანია ელ+ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას გაყიდვების მიმართულებით მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული ახალგაზრდებისთვის.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-6 თვე
სამუშაო გრაფიკი: სრული/ნაწილობრივი (შეთანხმებით)
სამუშაო ადგილი: ბერი გაბრიელ სალოსის 126
პროგრამის მიზანი:
სტაჟირების პროგრამა მიზნად ისახავს მონაწილეებმა შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება გაყიდვების სფეროში, გაეცნონ თანამედროვე გაყიდვების პროცესებს, მომხმარებელთან კომუნიკაციის ტექნიკებსა და ბიზნესის განვითარების მექანიზმებს.
სტაჟირების ფარგლებში მონაწილეები:
• გაეცნობიან კომპანიის პროდუქტებსა და მომსახურებებს;
• მიიღებენ მონაწილეობას გაყიდვების პროცესში;
• შეისწავლიან მომხმარებელთან ურთიერთობისა და მოლაპარაკებების წარმოების ტექნიკებს;
• დაეხმარებიან გაყიდვების გუნდს ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში;
• მოამზადებენ კომერციულ შეთავაზებებსა და პრეზენტაციებს;
• მიიღებენ მონაწილეობას კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვასა და ორგანიზებაში;
• დაეუფლებიან CRM სისტემასთან მუშაობის ძირითად პრინციპებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
• უმაღლესი განათლების სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
• კომუნიკაციისა და პრეზენტაციის კარგი უნარები;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• შედეგზე ორიენტირებულობა;
• MS Office პროგრამების ცოდნა;
• ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ
• ანაზღაურებად სტაჟირებას;
• პრაქტიკულ გამოცდილებას პროფესიონალ გუნდთან ერთად;
• ტრენინგებსა და მენტორინგს;
• კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
• წარმატებული სტაჟირების დასრულების შემთხვევაში დასაქმების რეალურ პერსპექტივას.